Saturday, December 3, 2016

ADHD-ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

რა არის


ADHD(ეი დი ეიჩ დი)-ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთოვლიობას რომელიც მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობას)
იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულეს)
ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელეებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს შესაძლოა, მას ქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად „ჰიპერაქტიურებს“ უწოდებენ. თუმცა ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში, ყურადღების პრობლემები, შეიძლება , დამოუკიდებლად არსებობდნენ, იმპულსურობის და ჰიპერაქტივობის გარეშე.

ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი - ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე. მეორე ჯგუფი - ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით. მიუხედავად, იმისა რომ ორივე ჯგუფის ბავშვების დიაგნოზი ერთი სინდრომით აღიწერება, მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებები არსებობს.
პირველ ჯგუფში -  გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან როგორც უფრო აპათიეური-(ყველაფრისადმი გულგრილობა, უხალისობა), მეოცნებე, ინერტული-(უინიციატივო, არააქტიური), მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ინდივიდები. აქვთ სწავლის პრობლემები და მათი ოჯახის ისტორიაში ხშირია სწავლის პრობლემები თუ ემოციური აშლილობა.
მეორე ჯგუფში - გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობითა და ძლიერი აქტიურობით, მოუსვენრობით, ხშირად აგრესიული ქცევით. სკოლის პრობლემებიდან შედარებით ხშირია ქცევის პრობლემები. ოჯახის ისტორია, უმეტესად, ანტისოციალური პრობლემითაა დატვირთული (ნარკომანია, დამნაშავეობა). ასეთ ბავშვებს ანტისოციალური ქცევისა და ცუდი სოციალური შეგუების დიდი რისკი აქვთ, განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხითა და ინტენსივობით.  სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ცვალებადობის გამო ზუსტი დიაგნოზის დადგენა საკმაოდ რთული პროცესია.


ADHD-ს ხშირად თან ახლავს ემოციურ აშლილობა - შფოთა და დეპრესია.
ADHD-ს სიმპტომები ძირითადად ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ჩვილობის ასაკიდანვე შეუძლებელი ხდება ასეთი ბავშვის ქცევის წინასწარმეტყველება. ერთ წუთს ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით, მოთხოვნილებითა და მოუსვენარი ძილით. სიარულისა და მეტყველების განვითარება შენელებულია, ხშირია მოუქნელობა. ასეთი ბავშვების ნახევარი უკვე 3 წლიდან რთული სამართავია. მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევის ათვისება. მაგრამ მიუხედავად ამისა , ხშირ შემთხვევაში მშობლებს ეს სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, არდგან ეს პრობლემებიც სწორედ ამდროს იჩენს მძაფრად თავს.

ADHD-ს დადგენისათვის ოპტიმალურ პერიოდად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლაში ყოფნის პირველი წელი (7 წლამდე ასაკი).

ასეთი ბავშვების ქცევა შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად:
·         არ ამთვრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება
·         ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არუსმენს
·         ადვილად ეფანტება ყურადღება
·         უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არიწვევს, მაგ: საშინაო დავალება, მაშინ როდესაც საათობით შეუძლია უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე
·         ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას
·         ხშირად იცვლის საქმიანობას
·         უჭირს მითითების შესრულება
·         საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას
·         ხშირად კარგავს ნივთებს
·         არ შეუძლია ლოდინი
·         ვერ ემორჩილება განრიგს
·         უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა
·         ხელებს და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე
·         ბევრს დარბის, მოუსვენრობს
·         ყოველთვის მზადაა გასაქცევად
·         ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს, საკლასო ოთახს
·         მოქმედებს დაუფიქრებლად
·         ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თმაშის პროცესში
·         ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს
·         ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე


განასხვავებენ ADHD-ს შემდეგ ფორმებს :
·         სუსტი - უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები, არანაირი ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
·         საშუალო - გამოხატულია სიმპტომები, ან ფუნქციური ჩამორჩენა „სუსტსა“ და „მძიმე“ შემთხვევებს შორის.
·         მძიმე - ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ვლინდება მრავალი სხვა სიმპტომებიც, მნიშვნელოვანი და ფართო სპექტრის წარმოჩენა საშინაო, სასკოლო  საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.

რა იწვევს ADHD-ს?
ADHD-ს რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს.
მკვლევარები ცდილოობენ, მისი განვითრება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს დაუკავშირონ. ერთ-ერთი მოდელი წარმოდგენილია შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტით:
·         გენეტიკური მიდრეკილება
·         განვითარებაში ჩამორჩენა
·         საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარები
·         აზროვნების სპეციფიური პრობლემები
·         არახელსაყრელი გარემო (დღენაკლულობა, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება)
·         ემოციური პრობლემები და რთული დამოკიდებულებები ოჯახში

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშებს?
პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის დიაგნოსტიკა სწორი შეფასება. სწორი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: 
1) მშობლის ინტერვიუირება სახლში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით.
2) მასწავლებლის ინტერვიუირება კლასში ბავშისქცევის შესახებ.
3)ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენით მიზნით.
4) ბავშვზე უშუალო დაკვირვება, რომლის დროსაც ფასდება ბავშის იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებები და მათი ხარისხი.
5)  აუცილებელია მისთის დამახასიათებელი აშლილობების კრიტერიუმების შემოწმება.

ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები: 

  • უპირველეს ყოვლისა, მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ADHD-ის შესახებ.
  • ბავშვისთვის, მიზანშეწონილია, ჯგუფური ან ინდივიდუალური კონსულტაციების ჩტარება.
  • მშობლებისა და მსწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკის გამოყენება, დაეხმარება  ბავშვს წარმატებით შეხვდეს გარემოს მოთხოვნებს.
ADHD-ის მქონე ბავშების დასახმარებლად ფართთოდ გამოიყენება ასევე ოჯახური ინტერვენციის პროგრამა.
ADHD-ის მქონე ბავშვებს, პირველ რიგში ესაჭიროებათ სწავლის ფიზიკური პირობების შექმნა, შემდეგ სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც ასეთი ბავშების თავისებურებებს ითვალისწინებს.

ფიზიკური გარემოს მოწყობა:
1) სასურველია და აუცილებელიც, დახურული ტიპის საკლასო ოთახები, ვინაიდან ღია ტიპის ოთხაებში მრავალი სმენითი და მხედველობითი ხელისშემშლელი სტიმულია.
2) უმჯობესია, ბავშვი დავსვათ პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისაგან მოშორებით.
2) ყოველი გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება.
ასევე ეძლევა მითითებები და ქცევის მართვა უნდა იყოს კონტროლირებული

როგორროგორვ ვხედავთ დახმარება შესაძლებელი და არც თუ ისე ძნელია, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინება და გულმოდგინედ საქმისთვის ხელის მოკიდება, სასურველი შედეგის მიღწევის საწინდარია☺
გისურვებთ წარმატებებს! ❤

გამოყენებული ლიტერატურა: თამრიკო გაგოშიძის "ბავშვის ფსიქიკური განვითარების დაღრვევები"

მოამზადა: ნინო მარგიანმა

No comments:

Post a Comment