Wednesday, December 7, 2016

მეტყველების შესაძლო პრობლემები ადრეულ ასაკში

როდის რას უნდა ველოდოთ?


➤ ბავშვის მეტყველების უნარის განვითარების ყველაზე კარგი შემფასებელი მშობელია. როგორც წესი 2 წლის ბავშვების უმრავლესობის ლექსიკონის მარაგი დაახლოებით 50 სიტყვით შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიტყვების მარაგითა და მათი სწორად წარმოთქმის უნარით.
ცხოვრების მეორე წელი საკმაოდ საოცარი პერიოდია ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის. ამ დროს ნახავთ თუ როგორ გადადის ბავშვი მარტივი სიტყვების წარმოთქმიდან კითხვების შედგენაზე, ასევე შესაძლებელია ბავშვმა მოახერხოს მის მიერ შეთხზული ამბების მოყოლაც. არ გაგიკვირდეთ თუ ხარვეზებს შეამჩნევთ ამპროცესში.
აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ასეთ დროს.
სიტყვების არასწორად წარმოთქმა: ბევრი ბავშვი ენას იჩლექს  ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის  დროს.. მაგალითად, ბევრი იყენებს ასო“, ასო“-ს ნაცვლად. მაგალითადტლაქტოლი“ – ტრაქტორის ნაცვლად.
ბავშვებს ასევე უჭირთ ხოლმე სიტყვის წარმოთქმა თუ ბევრი თანხმოვანი იყრის ერთად თავს და ხშირად გრძელ სიტყვებში მარცვლებს ერთმანეთში ურევენ. ყველა ეს შეცდომა მისაღებია  7 წლამდე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენად იცვლება თქვენი შვილის საუბარი უკეთესობისკენ დროსთან ერთად. 3 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად უკვე გასაგები უნდა იყოს ბავშვის საუბრის დიდი ნაწილი.
გარკვეული ტიპის შეცდომებს ამასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია პრობლემა  იყო ის, რომ ბავშვს არ ესმის ყველა ბგერა სიტყვაში
ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ყურის ანთების შედეგად გამოწვეული სმენის დროებითი მსუბუქი დაქვეითებაც, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს გამართული საუბრის უნარზე.
ენის მოჩლექა: ბავშვი შესაძლებელია ენის მოჩლექით საუბრობდეს. მაგალითად შეიძლება თქვას: ‘ჩემიდა 5 წლიშ ალიშ“, მაგრამ ასეთი რამ საშიში არარის და როგორც წესი 7 წლის ასაკამდე ასეთი ჩვევები ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

წინადადებების აწყობა: თუ ბავშვს უჭირს წინადადების აწყობა, იცოდეთ რომ ის გამონაკლისებს არ მიეკუთვნება. აბსოლუტურად ნორმალურია 2 წლის ბავშვისთვის საუბარში შეფერხებები. კარგის ნიშანია თუ ბავშვი ბრაზდება თუ მისი არ გესმით. ეს  იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად ხვდება, როცა სათქმელს ვერ გაგებინებთ მაშინ, როცა დიდი სურვილი აქვს თქვენთან კომუნიკაციის.

ენის ბორძიკით ლაპარაკი: თითქმის ყველა ბავშვი გადის ენის ბორძიკით საუბრის ეტაპს. ამას როგორც წესი ადგილი აქვს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდის პერიოდში, როცა ბავშვს თვითგამოხატვის უნარი საკმარისად არაქვს განვითარებული. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები აჭარბებს მისი სწრაფი მეტყველების უნარს. ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვების გამართულად წარმოთქმას რამდენიმე  მიზეზის გამო: შესაძლებელიარაღაცისგამოძალიანაღელვებულია, დაღლილიაან, გაბრაზებული, რაც ხელს უშლის მას სწორ საუბარში.  თუ ენის ბორძიკი საუბრის დროს დროთა განმავლობაში  უფრო გაუარესდა, მაგალითად თუ სახეს ჭიმავს საუბრის დროს ან სახეს მანჭავს სიტყვების  წარმოთქმის მცდელობისას, მაშინ ექიმს უნდა დაელაპარაკოთ.
აპრაქსია: ეს არის ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად გამოწვეული მეტყველების პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების სწორად  წარმოთქმაში. ამას არ იწვევეს კუნთების სისუსტე ან პარალიზი. მიზეზი ის არის, რომ ამ დროს ტვინი ვერ აწვდის ორგანოებს სათანადო ინსტრუქციას, რაც საჭიროა ბგერების სწორად წარმოთქმისათვის.
ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ აპრაქსია ხშირად ძნელ ბგერებს საერთოდ ტოვებენ საუბრისას, ან ანაცვლებენ მათ უფრო მარტივი ბგერებით. ამ ბავშვებს ბევრად უფრო მეტად ესმით საუბარი ვიდრე თვითონ აქვთ საუბრის უნარი.
მიმართეთ პროფესიონალს მაშინვე თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი იმაში, რომ შესაძლებელია თქვენს შვილს ჰქონდეს აპრაქსია. ბავშვებს როგორც წესი სჭირდებათ ინტენსიური თერაპია ადრეულ ასაკშივე (თუ სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ  საქმე), იმისათვის, რომ გადალახოთ დარღვევა მეტყველებაში იმდონემდე მაინც, რომ მათი საუბარის ხვებისთვი სგასაგები გახდეს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ?
ბავშვისთვის ბევრი წიგნების წაკითხვა მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა. წიგნები ეხმარებათ ბავშვებს დაამატონ სიტყვები მათ ლექსიკონს, გაიგონ გრამატიკული წესები და აზრები დააკავშირონ ნახატებთან.
ასეთივე შედეგი მოაქვს 2 წლის ბავშვთან ჩვეულებრივ საუბარს. სადილის დრო და ძილისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ კარგი დროა ასეთის აუბრებისთვის. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგებს ბავშვი მით უფრო მდიდარი იქნება მისი ლექსიკონი.

რადგანაც ბავშვები სწავლობენ ენას, რომელსაც თვითონ ისმენენ, ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად საყვარლად გეჩვენებათ ბავშვის მიერ არასწორად წარმოთქმული ბგერები, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ სწორი სიტყვები, როდესაც ბავშვთან საუბრობთ და  ეცადეთ ხაზი გაუსვათ იმსიტყვებს ან ბგერებს, რომელთა წარმოთქმაც მას უჭირს. არ არის საჭირო მკაცრი შესწორებების გაკეთებაუბრალოდ თქვენ გაიმეორეთ ის სიტყვები სწორად და მაშინათვე.
ასევე მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ალერგიებს ან სურდოს, რომელიც შესაძლებელია ხელს უშლის ბავშვს ნორმალურ სუნთქვის პროცესში, რაც აბრკოლებს მის საუბარსღია პირით სუნთქვა იწვევს ენის წინ გამოტანას, რაც აბრკოლებს გამართულ საუბარს.

თუ ცხვირი სურდოს დროს გაჭედილი აქვს, ხშირად გამოუწმინდეთ, რადგანაც გაჭედილი ცხვირიც ხდება ხოლმე ბგერების არასწორად წარმოთქმის მიზეზი
ეცადეთ მაქსიმალურად გადააჩვიოთ ბავშვი ხელების პირში ჩადებას, რამდენადაც ამ ჩვევამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ბგერების დამახინჯებას საუბრის დროს. იგივე მიზეზით მოერიდეთ მატყუარას და საწოვრიანი ბოთლებისა და ჭიქების გამოყენებას.


იმისთვის, რომ ბავშვმა წინადადებების წორად წარმოთქვას, ასწავლეთ მას თუ როგორ  უნდა ჟღერდეს სწორად წარმოთქმული წინადადებები. მაგალითად მას უნდა რომ სასწრაფოდ ჩააცვათ წინდები. მან შეიძლება თქვას: „ დედი! შენწინდა, ჩემიწინდა, გთხოვ…“ ყველაზე სასარგებლო ამდროს იქნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სწორად წარმოთქვათ იგივე წინადადება. „დედა“ (ის იმეორებსდედა“), გთხოვ დამეხმარე (ის იმეორებსგთხოვ  დამეხმარე“).
რადგანაც მას უკვე ჰქონდა წინადადების წარმოთქმის სურვილი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის თვითონვე მოინდომებს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადების გამეორებას. თუ არ გაიმეორებს, მაშინ წარმოთქვით თქვენ თვითონ  კიდევ ერთხელ. შესაძლებელია შემდეგ ჯერზეს ცადოს თქვენი მიბაძვა საუბარში.
ენის ბორძიკი: ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეაქცია ბავშვის ენის ბორძიკის დროს. ეცადეთ თქვენი ხმა იყოს რბილი და დაძაბულობას მოკლებული და რაც მთავარია ძალიან მშვიდი.  ნუ ეტყვით, რომ შეანელოს საუბარიუბრალოდ თქვენ თვითონ ილაპარაკეთ ნელა და ის მოგყვებათ და ეცდება მოგბაძოთ. უყურეთ თვალებში, გაუღიმეთ და იყავით მომთმენი.
თუ ზურგს შეაქცევთ და ფაცი-ფუცი შეგეტყობათ ქცევაში, ბავშვი იგრძნობს დაძაბულობას იმაზე, რომ მას მკაცრად მოეთხოვება სწორად წარმოთქვას სათქმელი, რაც კიდევ უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს. თუ თქვენ გაღიზიანდებით, ბავშვი ამაზე ყურადღებას გაამახვილებს, რაც გაზრდის მის დაძაბულობას საუბრის დროს.

აპრაქსია: ბავშვებს, რომელთაც აქვთ აპრაქსია, სჭირდებათ ინტენსიური მეტყველების თერაპია ლოგოპედთან. თერაპია შესაძლებელია კონცენტრირებული იყოს ბგერების, ბგერათა თანმიმდევრობისა და სამეტყველო აპარატის სხვადასხვა ტიპის მოძრაობის ხშირ გამეორებაზე, რათა ეს ყოველივე გახდეს უფრო ავტომატური.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი ვერბალური სავარჯიშოები, მაგალითად როგორიცაა მოკლე სიმღერები ან პატარა ლექსები  სადაც სიტყვები მეორდება, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ ასეთი  ტიპის წიგნებიც და დღის განმავლობაში ხშირად ათქმევინოთ თამაშის დროს ეს ლექსები ან ამღეროთ სიმღერები.
როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს?
თუ 2 წლის ასაკში თქვენ შვილს არ აქვს საუბრის ან სხვისი მიბაძვის მცდელობა, არ აქვს რეაქცია, როცა მას ეძახით, არ აინტერესებს საუბარიმიმართეთ ექიმს. თუ 2 წლის ბოლოს ის ჯერ კიდევ მხოლოდ  თითო  ოროლა სიტყვას ამბობს და მათ ხშირად არ იმეორებს ან არ პასუხობს ისეთ მარტივ შეკითხვებს, როგორიცაარა არის ეს?” ანსად არის შენი ქუდი?” – მაშინ შესაძლებელია ბავშვს მეტყველების პრობლემა ჰქონდეს.
თითეული ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად დაელაპარაკეთ პედიატრს.

მოამზადა: ნინო მარგიანმა

Saturday, December 3, 2016

ADHD-ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

რა არის


ADHD(ეი დი ეიჩ დი)-ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთოვლიობას რომელიც მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობას)
იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულეს)
ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელეებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს შესაძლოა, მას ქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ასეთ ბავშვებს ხშირად „ჰიპერაქტიურებს“ უწოდებენ. თუმცა ცნობილია, რომ ზოგ შემთხვევაში, ყურადღების პრობლემები, შეიძლება , დამოუკიდებლად არსებობდნენ, იმპულსურობის და ჰიპერაქტივობის გარეშე.

ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი: პირველი ჯგუფი - ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე. მეორე ჯგუფი - ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით. მიუხედავად, იმისა რომ ორივე ჯგუფის ბავშვების დიაგნოზი ერთი სინდრომით აღიწერება, მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებები არსებობს.
პირველ ჯგუფში -  გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან როგორც უფრო აპათიეური-(ყველაფრისადმი გულგრილობა, უხალისობა), მეოცნებე, ინერტული-(უინიციატივო, არააქტიური), მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ინდივიდები. აქვთ სწავლის პრობლემები და მათი ოჯახის ისტორიაში ხშირია სწავლის პრობლემები თუ ემოციური აშლილობა.
მეორე ჯგუფში - გაერთიანებული ბავშვები ხასიათდებიან იმპულსურობითა და ძლიერი აქტიურობით, მოუსვენრობით, ხშირად აგრესიული ქცევით. სკოლის პრობლემებიდან შედარებით ხშირია ქცევის პრობლემები. ოჯახის ისტორია, უმეტესად, ანტისოციალური პრობლემითაა დატვირთული (ნარკომანია, დამნაშავეობა). ასეთ ბავშვებს ანტისოციალური ქცევისა და ცუდი სოციალური შეგუების დიდი რისკი აქვთ, განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხითა და ინტენსივობით.  სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ცვალებადობის გამო ზუსტი დიაგნოზის დადგენა საკმაოდ რთული პროცესია.


ADHD-ს ხშირად თან ახლავს ემოციურ აშლილობა - შფოთა და დეპრესია.
ADHD-ს სიმპტომები ძირითადად ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ჩვილობის ასაკიდანვე შეუძლებელი ხდება ასეთი ბავშვის ქცევის წინასწარმეტყველება. ერთ წუთს ტირის და კივის, მეორე წუთს კი მშვიდდება. იგი ხასიათდება გაღიზიანებულობით დაძაბულობით, დაუკმაყოფილებლობით, მოთხოვნილებითა და მოუსვენარი ძილით. სიარულისა და მეტყველების განვითარება შენელებულია, ხშირია მოუქნელობა. ასეთი ბავშვების ნახევარი უკვე 3 წლიდან რთული სამართავია. მათ ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევის ათვისება. მაგრამ მიუხედავად ამისა , ხშირ შემთხვევაში მშობლებს ეს სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე, არდგან ეს პრობლემებიც სწორედ ამდროს იჩენს მძაფრად თავს.

ADHD-ს დადგენისათვის ოპტიმალურ პერიოდად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლაში ყოფნის პირველი წელი (7 წლამდე ასაკი).

ასეთი ბავშვების ქცევა შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად:
·         არ ამთვრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება
·         ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არუსმენს
·         ადვილად ეფანტება ყურადღება
·         უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არიწვევს, მაგ: საშინაო დავალება, მაშინ როდესაც საათობით შეუძლია უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე
·         ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას
·         ხშირად იცვლის საქმიანობას
·         უჭირს მითითების შესრულება
·         საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას
·         ხშირად კარგავს ნივთებს
·         არ შეუძლია ლოდინი
·         ვერ ემორჩილება განრიგს
·         უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა
·         ხელებს და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე
·         ბევრს დარბის, მოუსვენრობს
·         ყოველთვის მზადაა გასაქცევად
·         ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს, საკლასო ოთახს
·         მოქმედებს დაუფიქრებლად
·         ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თმაშის პროცესში
·         ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს
·         ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე


განასხვავებენ ADHD-ს შემდეგ ფორმებს :
·         სუსტი - უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები, არანაირი ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
·         საშუალო - გამოხატულია სიმპტომები, ან ფუნქციური ჩამორჩენა „სუსტსა“ და „მძიმე“ შემთხვევებს შორის.
·         მძიმე - ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ვლინდება მრავალი სხვა სიმპტომებიც, მნიშვნელოვანი და ფართო სპექტრის წარმოჩენა საშინაო, სასკოლო  საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.

რა იწვევს ADHD-ს?
ADHD-ს რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს.
მკვლევარები ცდილოობენ, მისი განვითრება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს დაუკავშირონ. ერთ-ერთი მოდელი წარმოდგენილია შვიდი ურთიერთმოქმედი კომპონენტით:
·         გენეტიკური მიდრეკილება
·         განვითარებაში ჩამორჩენა
·         საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარები
·         აზროვნების სპეციფიური პრობლემები
·         არახელსაყრელი გარემო (დღენაკლულობა, საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება)
·         ემოციური პრობლემები და რთული დამოკიდებულებები ოჯახში

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშებს?
პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის დიაგნოსტიკა სწორი შეფასება. სწორი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: 
1) მშობლის ინტერვიუირება სახლში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით.
2) მასწავლებლის ინტერვიუირება კლასში ბავშისქცევის შესახებ.
3)ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენით მიზნით.
4) ბავშვზე უშუალო დაკვირვება, რომლის დროსაც ფასდება ბავშის იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებები და მათი ხარისხი.
5)  აუცილებელია მისთის დამახასიათებელი აშლილობების კრიტერიუმების შემოწმება.

ADHD-ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები: 

  • უპირველეს ყოვლისა, მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ADHD-ის შესახებ.
  • ბავშვისთვის, მიზანშეწონილია, ჯგუფური ან ინდივიდუალური კონსულტაციების ჩტარება.
  • მშობლებისა და მსწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკის გამოყენება, დაეხმარება  ბავშვს წარმატებით შეხვდეს გარემოს მოთხოვნებს.
ADHD-ის მქონე ბავშების დასახმარებლად ფართთოდ გამოიყენება ასევე ოჯახური ინტერვენციის პროგრამა.
ADHD-ის მქონე ბავშვებს, პირველ რიგში ესაჭიროებათ სწავლის ფიზიკური პირობების შექმნა, შემდეგ სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც ასეთი ბავშების თავისებურებებს ითვალისწინებს.

ფიზიკური გარემოს მოწყობა:
1) სასურველია და აუცილებელიც, დახურული ტიპის საკლასო ოთახები, ვინაიდან ღია ტიპის ოთხაებში მრავალი სმენითი და მხედველობითი ხელისშემშლელი სტიმულია.
2) უმჯობესია, ბავშვი დავსვათ პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისაგან მოშორებით.
2) ყოველი გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება.
ასევე ეძლევა მითითებები და ქცევის მართვა უნდა იყოს კონტროლირებული

როგორროგორვ ვხედავთ დახმარება შესაძლებელი და არც თუ ისე ძნელია, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინება და გულმოდგინედ საქმისთვის ხელის მოკიდება, სასურველი შედეგის მიღწევის საწინდარია☺
გისურვებთ წარმატებებს! ❤

გამოყენებული ლიტერატურა: თამრიკო გაგოშიძის "ბავშვის ფსიქიკური განვითარების დაღრვევები"

მოამზადა: ნინო მარგიანმა