ფ ე რ თ ა თ ე რ ა პ ი ა
ფერები სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ ჩვენზე. მაგალითად:
წითელი – სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერია, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით.
ნარინჯისფერი – სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში.
მწვანე – პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას.
ლურჯი – დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში.

ფერთა თერაპიას გააჩნია უნარი მძლავრად იმოქმედოს ავადმყოფის მდგომარეობაზე. დაეხმაროს მას ცხოვრებასთან დამოკიდებულებების შეცვლაში, ჯანმრთელობაზე ბრძოლაში. აწყნარებს და ასტიმულირებს მას. რაც საბოლოოდ აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესებს. იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით ფერების ზემოქმედება ძირითადად ხორციელდება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და ზონებზე. ხაზგასასმელია, რომ თუ დავიცავთ ზომიერებას მკურნალობის დროს ეს მეთოდი განსხვავებით სხვებთან არ დატოვებს გვერდით მოვლენებს. ხოლო ფერთა გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს საწინააღმდეგო ეფექტებამდეც. ორგანიზმი ფერებს აღიქვამს, როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გარკვეული მახასიათებლებით. უჯრედებში ის წარმოქმნის გარკვეულ რეზონანს.

ფ ე რ თ ა თერაპია მიეკუთნება სტიმულაციის პროლანგირებულ მეთოდს. ხშირად ფერთა თერაპია გამოიყენება აგრეთვე ტანდემში მუსიკა თერაპიასთან ერთად. დღევანდელ დღეს არსებობს არა ერთი ტესტ ფილმები ადამიანის დეპრესიიდან გამოსაყვანად. ფერთა თერაპიის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე დამოუკიდებლადაც. ამისთვის სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა იცოდეს, თუ რომელ ფერს რა დანიშნულება გააჩნია და როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი ადამიანზე.

⇩
1.წითელი - ასტიმულირებს თავის ტვინის ქერქქვეშა მიდამოს უჯრედებს. ზემოქმედება ხორციელდება წნევის და ტემპერატურის მომატების ფორმით.
ფიზიოლოგიური მოქმედება - აქტიურდება მოძრაობა,სისხლის მიმოქცევა და სექსუალობა.გამოიყოფა ინტენსიურად ადრენალინი. ეხმარება დაბალ არტერიულ წნევის და ანემიის დროს.
ფსიქოლოგიური მოქმედება - იძლევა დამაჯერებლობის შეგრძნებას, აყალიბებს
ლიდერის მახასიათებლებს; ეხმარება დეპრესიის დროს; ამხნევებს და ამაგრებს ნებისყოფას. დიდი ხნით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.ვინაიდან იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ნერვიული სისტემის გადატვირთვა, თავის ტკივილები და დაღლილობა. ეს ფერი არარეკომენდირებულია აგრესიის გამოხატვის მქონე პიროვნებებისთვის.
არ არის რეკომენდირებული - მაღალი წნევის დროს...

⇩
2.ნარინჯისფერის - მოქმედება მსგავსია, როგორც წითელის, მსუბუქ ფორმებში. დამახასიათებელია მუშაობის და განწყობის გააქტიურება. რეკომენდირებულია გააფორმონ საბავშო ოთახები, ადგილები სადაც ბავშვები დაკავებული არიან შემეცნებითი საქმიანობით.
ფიზიოლოგიური მოქმედება- აღაგზნებს მადას. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სასარგებლო ნივთიერებების გაწოვას ორგანიზმში. მიზანშეწონილია სამზარეულოს გაფორმება.
ფსიქოლოგიური მოქმედება - მუხტავს ენერგიით. ხსნის არასასიამოვნო შეგრძნებების ნარჩენებს. ეხმარება აზროვნებას ცხოვრების მძიმე სიტუაციებისას. ბიძგს აძლევს მიიღოს გადაწყვეტილებები. კარგია მოწყენილობის და აპათიის დროს. განაწყობს ოპტიმიზმის ნოტაზე. არა რის რეკომენდირებული: - მაღალი ნერვიული აღგზნებისას.

⇩
3.ყვითელი - საუკეთესოა დეპრესიის მოსახსნელად. ნარინჯისფერი უწყობს ხელს დეპრესიიდან გამოსვლას, ყვითელი აფრთხილებს მის განვითარებას. ასოცირდება ავანტიურისტული და სწრაფი გონების მქონე ადამიანებთან. იწვევს აზარტს ცოდნისკენ, ასტიმულირებს ყოველი ახლის შემეცნებას, უღვიძებს მოძრაობის და მოგზაურობის სურვილს.
ფიზიოლოგიური მოქმედება - სასარგებლოა მეხსიერების და საკვების მომნელებელ სისტემისთვის. აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას. ეხმარება ნერვიული გამოფიტვის სიმპტომების დროს.
ფსიქოლოგიური მოქმედება - ხსნის ნეგატივს. იძლევა თვით დარწმუნებას, ამაღლებს სიახლის შეგრძნებას. ასტიმულირებს შემოქმედებას. ყურადღების კონცენტრაციას. გადამეტებული, იწვევს ბავშვებზე აღგზნებადობას. მოუთმენლობას უფროსთა შენიშვნებზე. საწინააღმდეგო ჩვენება: უძილობისა და მუცლის ტკივილის დროს.

⇩
4.მწვანე - ეკუთვნის ფერთა ცივ გამას.აწყნარებს და თითქმის არ ამუხრუჭებს სასიცოცხლო პროცესებს. ნეიტრალური ფერია. მოქმედებს ტვინის ცენტრებზე, რომლებიც იწვევენ საკვების მიმართ მადის ინტენსიურ გაღვიძებას.
ფიზიოლოგიური მოქმედება - ნორმაში მოყავს ნერვული სისტემა. ეხმარება ქსოვილების და ძვლების რეგენერაციისას. გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. გამოიყენება თავის, გულის და ფილტვების ტკივილების დროს.
ფსიქოლოგიური მოქმედება - ხელს უწყობს ადამიანებთან ჰარმონიზაციაში. აწონასწორებს. ხსნის ნეგატიურ ემოციებს, შებოჭილობას და აგრესიას. მაგრამ, აქტიურობისას და გადაწყვეტილებებისას არარეკომენდირებულია. სწრაფვა გაექცეთ მწვანეს, მეტყველებს ემოციურ დაუკმაყოფილებაზე. არ არის რეკომენდირებული ნაღვლის ბუშტის კენჭებით დაავადების დროს.

⇩
5.ცისფერი - მოქმედებს დამამშვიდებლად, მაგრამ არც ისე ძლიერად როგორც ლურჯი. მისაღებია დაწესებულებებში ინტერიერისთვის, რადგან ეხმარებათ აზრთა კონცენტრციაში, ყურადღების გამახვილებაში, ანელებს ემოციებს.
ფიზიოლოგიური მოქმედება - მკურნავს უძილობას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო უნარი. ეხმარება მომატებული არტერიული წნევის, თავის ტკივილის, ლარინგიტის და დამწრობის დროს. ბავშვებს კბილების ამოსვლისას უმშვიდებს ტკივილებს.
ფსიქოლოგიური მოქმედება - ეხმარება ყურადღების გამახვილებას შიდა სამყაროზე უბიძგებს ახალი იდეების წარმოქმნაში. ეხმარება ბავშვებს შიშის დაძლევაში. ამცირებს მიდრეკილებას უხეშობის და სისატიკისკენ. გადამეტებამ შესაძლებელია მიგვიყვანოს დაღლამდე, პასიურობამდე. არ არის რეკომენდირებული: ცუდი მადის მქონე ადამიანებში.

⇩
6.ლურჯი - ანტიპოდია წითელის. ყოველთვის ამუხრუჭებს ნებისმიერ აქტიურობას. აგდებს წნევასა და ტემპერატურას. აქვეითებს სამუშაო აქტიურობას. გააჩნია დამაძინებელი ეფექტი. ზემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობის შეგრძნებას. ფიზიოლოგიური მოქმედება - მიუღებელია სისხლდენის, უძილობის, ანგინის და რევმატიზმის დროს. ხსნის ტკივილებს. ფერის სიჭარბე მოქმედებს ნეგატიურად ენდოკრინულ სისტემაზე. ფსიქოლოგიური მოქმედება - აბათილებს განგაშს, ავითარებს ინტუიციას. ასუფთავებს აზროვნებას. ეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავებას.ხსნის კუნთების დაძაბვას,ისტერიკის შეტევებს. ეხმარება დაძაბულ, მოუსვენარ ბავშვებს. გადამეტება იწვევს განგაშს, დათრგუნვას. არ არის რეკომენდირებული: სეზონური დეპრესიის მქონე ადამიანებში და აპატიის დროს.

⇩
7.იისფერი - ყველაზე მამუხრუჭებელი ფერია. ზემოქმედება ადამიანზე - დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობას.
ფიზიოლოგიური მოქმედება - ეხმარება ანთებითი პროცესის დროს. აწყნარებს ნერვიულ სისტემას. აუმჯობესებს ძილს.
ფსიქოლოგიური მოქმედება - ეხმარება ფსიქიკური დარღვევების დროს. აღვივებს სულიერი ზრდისკენ ლტოლვას. გადაჭარბებული დოზა იწვევს დეპრესიას, სინანულის გრძნობას. არ არის რეკომენდირებული: ღრმა შთაგონების უნარისას.

⇩
8. ყავისფერი - დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება . თუკი კიდევ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ, რომ მასთან ერთად მონაწილეობდეს პალიტრის სხვა ფერიც.☺

⇩
9. შავი - დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება. თუ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ ეს ფერი გაამდიდროთ პალიტრის სხვა თქვენთვის მისაღები ფერით.

⇩
10. ნაცრისფერი - დეპრესიული ფერია ხშირ შემთხვევებში. ამ ფერით ინტერიერის გაფორმება დასაშვებია, მხოლოდ სხვა ფერებთან კომბინაციებში.

⇩
11. თეთრი - ფსიქოლოგიურ დონეზე, მოთხოვნილებაა, ეს არის მოთხოვნილება თავდაცვაზე. დამალოს ემოციები. ადამიანებს შორს წარმოქმნას გამყოფი კედელი. შემთხვევითი არ არის, რომ საპატარძლოს კაბა 👰 თეთრია. ცხოვრების ამ მომენტში ყველაზე უფრო ის საჭიროებს ემოციების დამალვას.☺
შეეცადეთ ყოველთვის შეარჩიოთ ტანსაცმელი და საკვები იმ ფერების, რომელიც თქვენთვის ამ წუთში აუცილებელია. დაე, შერჩეული ფერი იმყოფებოდეს თქვენს ინტერიერში, (ფარდები, ბრები, ფერადი ჭურჭელი,და ა.შ.) ფერთა თერაპიის სეანსები შეგიძლიათ მოიწყოთ სახლის პირობებში. სანათის და ფერადი მინების საშუალებით. შეიძლება არჩეული ფერი მიინათოთ მთლიან სხეულზე ან მისი გარკვეულ მონაკვეთებზე. შეეცადეთ აითვისოდ ფერის ვიზუალიზაცია. ამისთვის საჭიროა მოეშვათ და წარმოიდგინოთ, რომ გარშემო შემოსილი ხართ თქვენს მიერ ამორჩეული ფერით. თქვენ უნდა იგრძნოთ და შთაიგონოთ, რომ თქვენ ნელ-ნელა ეფლობით მასში და ის ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებს თქვენ სხეულს.
👉ფაქტიურად ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად: ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე.
ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება.
იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას, -👈 აქედან გამომდინარე 👉 თავს უფლებას მივცემ, რომ რეკომანდაცია გაგიწიოთ, არ დაიზაროთ დილით ადგომა და მისი ეფექტური კაშკაშა სინათლით სხეულის გაჯერება☺❤
ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება.
იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას, -👈 აქედან გამომდინარე 👉 თავს უფლებას მივცემ, რომ რეკომანდაცია გაგიწიოთ, არ დაიზაროთ დილით ადგომა და მისი ეფექტური კაშკაშა სინათლით სხეულის გაჯერება☺❤
მოამზადა: ნინო მარგიანმა