Wednesday, February 1, 2017

ზ ღ ა პ ა რ თ ე რ ა პ ი 

ფერადი წიგნი-ის სურათის შედეგი


წიგნიები... ვფიქრობ ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში, ისინი ხშირად გვცვლიან, გვიცვლიან შეხედულებებს, ინტერესებს, მსოფლმხედველობას - ანუ ყოველივე იმას, რისგანაც შედგება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალიზმი, იმას, რითაც ჩვენ ჩვენ ვართ და არა სხვა, ასევე უდიდესი როლი ეკისრებათ ჩვენი „მე-ს“ განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში. თუკი ზრდასრულ ადამიანზე წიგნებს ამხელა გავლენის მოხდენა შეუძლიათ, წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა შეუძლიათ იქონიონ ბავშვებზე ან მოზარდებზე, როდესაც მათი ცნობიერი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მყიფეა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ პიროვნული იდენტობა გათვითცნობიერებული, ჯერ კიდევ, რომ იტყვია "თოთოა".  ამ კუთხით წიგნები შეიძლება სახიფათონიც კი აღმოჩნდნენ, ან პირიქით - უზარმაზარი სიკეთე გაუწიონ მათ და გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც გადაალახვინონ. ზღაპართერაპია ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სპეციალურად შედგენილი ან შერჩეული ზღაპრების მეშვეობით ეხმარება ბავშვებს პრობლემების დაძლევაში და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. 

ზღაპართერაპია-ის სურათის შედეგი

რაც შეეხება უშუალოდ ზღაპართერაპიას?!

ზ ღ ა პ ა რ თ ე რ ა პ ი  განვიათრება იუნგის დამსახურებაა. 
როგორც წესი სხვადასხვა წიგნი სხვადასხვაგვარად ახდენს გავლენას ბავშვებზე თუ მოზარდებზე. ბავშვებს უჩნდებათ ძლიერი სურვილი, მაქსიალურად მიბაძონ იმ გმირებს, რომლებთანაც აკავშირებენ საკუთარ თავს. სწორედ ამის გამო, ბვშვები ხშირად ცდილობენ, ისე მოიქცნენ, როგორც მათი საყვარელი გმირი და ისევე ჩაიცვან, როგორც მათ აცვიათ... თუმცაღა წიგნის გავლენაზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბარი შეუძიებელია, რადგან დადებითთან ერთად უარყოფითიც თან ჩნდება ხოლმე, სწორედ ასეთი წიგნებიდან, თუკი ხდება მკითხველისთვის უარყოფითი, დაძაბული და სტრესის შემცველი ინფორმაციის მიწოდება, რომლის განეიტრალებასაც ვერ ახდენს მკითხველი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბავშვი რა თქმა უნდა, უარყოფიძთი შედგიც არაყოვნებს! ასე, რომ ვითომ არაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ყველაფერი"  - ისევე, როგორც ჩვენ ვარჩევთ სასარგებლო საკვებს, ჩვენივე ორგანიზმითვის, წიგნიც სწორედ სასარგებლო უნდა ავარჩიოთ...

იცით თუ არა რომ ... საყვარელი ზღაპარი, შვენს შინაგან დამიკიდებულაბას და მოლოდინებს გამოხატავს, არის თვითახდენადი თერაპია და გამოიყენება პედაგოგიკაში, მედიცინაში...


დაკავშირებული სურათი

ზ ღ ა პ ა რ თ ე რ ა პ ი    არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად ზღაპარს იყენებს. აღნიშნული პრაქტიკის დროს, როგორც წესი, საგანგებოდ შედგენილი ზღაპარი გამოიყენება. ნებისმიერი ზღაპარი არ არის თერაპიული ეფექტის მქონე ისევე, როგორც ნებისმიერი საუბარი არ არის ფსიქოთერაპიული შედეგის მქონე. გარდა ფსიქოთერაპიული მიზნისა, ზოგი საუბრის მიზანი მეტ-ნაკლებად საჭირო ინფორმაციის გაზიარებაა, ზოგი სრულიად არასაჭირო ინფორმაციის მატარებელია, ზოგი საუბარი კი მავნე გავლენას ახდენს ადამიანზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ზღაპარზეც. თერაპიულ ზღაპარს ავტორი საგანგებოდ ქმნის კონკრეტული პრობლემის დასაძლევად შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, იმ წესების გათვალისწინებით, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს დაცული თერაპიული ზღაპრის შედგენისას. ერთი პრობლემის დასაძლევად შეიძლება მრავალი სხვადასხვა ზღაპარი შეიქმნას, მაგრამ გარდა მიზნისა, მათ აუცილებლად უნდა აერთიანებდეთ სტრუქტურა, რაც ჩამოყალიბებულია ზღაპართერაპიის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების მოცემულ ეტაპზე და რომლის ათვისება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თავის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით იქნება ეს ოჯახში თუ საკუთარ შვილებთან.

(სტატიის ბოლოს კი შემოგთავაზებთ სიურპრიზს☺❤)

დაკავშირებული სურათი

თუ ვადარებთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ და რომლებიც არ კითულობენ, თავიანთი ხასიათით, უნარებით, სოციალიზაციის ხარისხით, გარემო პირობებით და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებით ერთნაირები არიან და მხოლოდ წიგნის მიმართ დამოკიდებულებით განსხვავდებიან, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ნაკითხი ბავშვების უპირატესობაა მათი სითამამე, საზრიანობა, შემოქმედებითობა, გამოცდილების მეტი ხარისხი (რაც კითხვის დროს ავტორთა თუ პერსონაჟთა გამოცდილების გაზიარების შედეგია), სტრესგამძლეობა, გარემოში უკეთ ორიენტირება, უკეთესი კომუნიკაციის უნარი, თავდაჯერებულობა და სხვა..
ზღაპრის კითხვა-ის სურათის შედეგი


ზღაპრის კითხვა-ის სურათის შედეგი


არსებობს: 

მედიტაციური ზღაპრის შექმნის შემთვევაში: ვაკვირდებით ადამიანს, თუ როგორ გამოიყურება, როგორ მოძრაქობს, როგორ საუბრობს, როგორი სურნელი აქვს ან როგორ სურნელს ანიჭებს უპირატესობას, მოკლედ, ნამდვილი პერსონაჟი მაქსიმალურად უნდა გავდეს ზღაპარში წარმოდგენილ პერსონაჟს.





 ღ ა     დანიშნულება მორალური ორიენტირების დასახვაც არის. ზღაპრებში კეთილი სძლევს ბოროტს. მსმენელსაც სათანადო დასკვნა გამოაქვს. ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეთელჰაიმი, რომელიც ზღაპრების თერაპიულ ფუნქციას იკვლევდა, მიიჩნევს, რომ ზღაპარი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ის მისთვის გასაგებ ენაზე ღირებულ გაკვეთილებს სთავაზობს პატარას. ზღაპრებში უამრავი დაბრკოლებაა ასახული, მაგრამ ნაჩვენებია მათი გადალახვის გზებიც, ბედნიერი დასასრული კი საკვანძო მოცემულობაა. “ზღაპარი მეტად დამაჯერებელია ბავშვისთვის, ვიდრე ნებისმიერი რეალისტური მოთხრობა ან თავად რეალობა. პატარა მზადაა, ირწმუნოს ყველაფერი, რასაც ზღაპარი ასწავლის”, – წერს ბეთელჰაიმი.
ძალიან საინტერესოა ამ მკვლევრის კონტრარგუმენტაცია ზღაპრებისადმი წაყენებული ერთი “ბრალდების” გასაბათილებლად. არსებობს მოსაზრება, რომ ზღაპარი ბავშვს არარეალურ მოლოდინს აღუძრავს, იმას აჩვენებს, რაც სინამდვილეში განუხორციელებელია. ამ მოსაზრებას ბეთელჰაიმი ორი არგუმენტით უპირისპირდება.
1) უპირველეს ყოვლისა, ის ამბობს, რომ ბავშვებს სჭირდებათ არარეალისტური იმედები, რადგან არარეალისტური შიშები აქვთ.
2) გარდა ამისა, ბედნიერი დასასრული, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში აუცილებლად დგება, ერთგვარ შინაგან კომფორტს უქმნის პატარას. ზღაპრები, რომ რეალურ ცხოვრებას იყოს მისადაგებული, სიმშვიდისა და სიხარულის ნაცვლად იმედგაცრუებასა და ტკივილს აღძრავდა.

დაკავშირებული სურათი

არის თუ არა რეკომენდირებული ძალადობის შემცველი ზღაპრების კითხვა ბავშვებისთვის?

 გადამწყვეტი მნიშვნელობა მშობლის სწორ პოზიციას ენიჭება. ერთმნიშვნელოვანია, რომ ზღაპრების არჩევის დროს მშობლებმა შვილის ფსიქოემოციური მდგრადობა, განვითარების თავისებურებები და ასაკი უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის საშიში ელემენტების შემცველი ზღაპრების კითხვა – იქ გადმოცემული ამბები შესაძლოა ღამის კოშმარების მიზეზადაც კი იქცეს.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებს შეურჩიეთ უწყინარი ზღაპრები ცხოველებზე, კეთილ ფერიებზე, მამაც გმირებზე. სასურველია, წიგნში იყოს ბევრი ილუსტრაცია. ფერადი, საინტერესო ნახატები ამ ასაკში კითხვის დამატებითი მოტივატორია.
ზღაპრის კითხვა-ის სურათის შედეგი

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - კითხვის პროცესი მეტად ინტერაქტიური უნდა იყოს. ასწავლეთ კითხვების დასმა, ტექსტის გაუგებარი ადგილების მონიშვნა, ფიქრი და ანალიზი: რატომ მოიქცა ეს გმირი ასე? რა მოგწონს მის ქცევაში და რა – არა? შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას? ისაუბრეთ იმაზეც, შეესაბამება თუ არა ზღაპარში აღწერილი ამბები თანამედროვე სინამდვილეს. ასეთი ანალიზი ბავშვს ინფორმაციის გაფილტვრასა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ასევე თუ ბავშვი აგრესიული ქცევისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ცხოველებს აწვალებს ან პატარებს ჩაგრავს, მისთვის ძალადობის ამსახველი სცენების გაცნობა მიზანშეწონილი არ არის. ერიდეთ ისეთი ზღაპრების კითხვასაც, სადაც ცხოველის უდიერ მოპყრობაზეა საუბარი.
ზღაპრის კითხვა-ის სურათის შედეგი
რაც შეეხება თანამედროვე ზღაპრებსა და მულტფილმებს - 

ზღაპარი დღემდე რჩება კაცობრიობის უმნიშნელოვანეს მონაპოვრად. მას თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროშიც კი უამრავი მკითხველი ჰყავს. შემთხვევითი არ არის, რომ ფენტეზი (ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ზოგიერთი ნიშნით ზღაპარს ჰგავს) ყველაზე პოპულარული და კომერციულად მოგებიანი მიმართულებებაა ლიტერატურასა და კინოში. იქმნება წიგნები, მულტფილმები, ფილმები, იდგმება სპექტაკლები... მათი შერჩევისას იმავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლითაც ზღაპრებთან მიმართებით. ბავშვები ასაკისთვის შეუსაბამო ნებისმიერი პროდუქტის მავნე გავლენისგან უმაღლესად დაცულნი უნდა იყვნენ.

ზღაპრის კითხვა-ის სურათის შედეგი

ახლა კი დაპირებული საჩუქარი☺

მე შევქმენი ჩემი ზღაპარი სახელწოდებით 

" "

ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, იყო ერთი ქვეყანა, რომელიც საოცრად ლამაზი გახლდათ, თუმცა იქ მცხოვრები ადამიანები შედგებოდნენ ორ კატეგორიად. ერთი კატეგორია შედგებოდა, უაღრესად კეთილი ადამიანებისაგან, ხოლო მეორე ბოროტი ადამიანებისაგან. შორიდან კი შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, თითქოს ეს ორი ადამიანთა კატეგორია, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათი საქმეების კეთებაში, თუმცაღა კეთილი ადამიანების საქმეები ბევრად აღემატებოდა ბოროტი ადამიანებისას, რომლებიც სახტად დარჩენილნი საგონებელში ვარდებოდნენ.
იყო ერთი კეთილი ბიჭუნა, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო, იმით რაც და ვინც გააჩნდა - ერთხელაც ბოროტ ხალხს ერთი გოგონა "ჩაეგდოთ ხელში", რომელსაც კიცხავდნენ იმისთვის, რომ იცავდა ასევე ბოროტი ადამიანის კლანჭებში ჩავარდნილ უმწეო მოხუცებულს, რომელიც უსამართლოდ ისჯებოდა და ცდილობდა მისი სიმართლის დამტკიცებას. სწორედაც ამ სიტუაციის მომსწრე ბიჭუნა, რომელიც გამბედავიც გახლდათ და მამაციც, მივარდა და იხსნა გაჭირვებაში მყოფი გოგონაც და მოხუცებულიც. დაუმტკიცა მისი სიტყვითა და ქმედებით, რომ "კეთილი საქმე უკან ბუმერანგივით, სიკეთითვე დაგიბრუნდება". 
ეს იყო და ეს საგონებელში ჩავარდნილი ცუდი საქმის მკეთებელნი დაფიქრდნენ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ეცადათ ბედი და ენახათ მართლა გამოიღებდა თუ არა შედეგს მათი კეთილი საქციელები... ყოველივე ამის შემდეგ, ყველა შეუდგა კეთილი საქმის კეთებას.
ჰოი, საოცრებავ რას ვხედავთ, ეს ლამაზი ქვეყანა კიდევ უფრო გალამაზდა, ყველა სიკეთეს სჩადიოდა და ეს ქვეყანაც ცისარტყელის ფერებივით ნათელი და კაშკაშა ხდებოდა, რომელიც ყველა ჩამოსულ სტუმარს თვალს სჭრიდა და ბედნიერებას ანიჭებდა. ჰოდა ბავშვებო, სიკეთის ან ბოროტების - სიკეთით გადახდა ჩვენივე ბედნიერების და "ჯადოსნური" ცხოვრების საწინდარია!
იმედი მაქვს, რომ ჩემი რეკომენდაციები თქვენთვის ხელსაყრელი იქნება და ვრაც მთავარია ამ სტატიამ დადებითად იმოქმედა თქვენზე, გამოგზაურეთ ღრმა ბავშვობაში, სადაც ჯადოსნობის გვჯეროდა და სწორედ ეს ჯადოსნური ფერებით მოჭედილი წარმოსახვითი სამყარო გვხდიდა ბედნიერს
ჩემი ზღაპრის თქვენთვის გაზიარება კი ემსახურება, თუნდაც იმას, რომ თქვენც გამიზიაროთ თუნდაც სტატიის კომენტარებში, თქვენივე შექმნილი ზღაპარი და განვიხილოთ ერთად, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ზღაპართერაპია არის თვითახდენადი თერაპია, მოქმედი ჩვენზე და პატარების ემოციურ კოგნიტურ და ქმედით სამყაროზე. ან იქნებ ვინიცის თვქენში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ და ზღაპრების შედგნა თქვენი ჰობიც კი გახდეს, რითაც ბავშვებს კიდევ უფრო გავულამაზებთ და გავუფერადებთ ცხოვრებას...
ცისარტყელა-ის სურათის შედეგი

მოამზადა - ნინო მარგიანმა

Monday, January 9, 2017

ფ რ თ    თ ე რ ა პ ი 

ფერები სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ ჩვენზე. მაგალითად: 
წითელი – სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერია, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით.
ნარინჯისფერი – სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში.
მწვა – პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას.
ლურჯი – დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში.


giphy (3)
ფ ე რ თ   გამა და გარემო მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, გამომდინარე ადამიანის საქმიანობის სფეროდან და ხასიათიდან. გოეთე სარგებლობდა სათვალეებით, გამომდინარე იქიდან, თუ რა ჟანრის ნაწარმოების ქმნიდა, სხვადასხვა ფერის შუშებს იყენებდა. იგი ხაზს უსვამდა, რომ წითელი ფერი ამხირულებს ადამიანს, აღაგზნებს მას, მაშინ როცა ცისფერი ფერი მოწყენილობას იწვევს და ადამიანს საკუთარი თავის იმედს უკარგავს…
   გააჩნია უნარი მძლავრად იმოქმედოს ავადმყოფის მდგომარეობაზე. დაეხმაროს მას ცხოვრებასთან დამოკიდებულებების შეცვლაში, ჯანმრთელობაზე ბრძოლაში. აწყნარებს და ასტიმულირებს მას. რაც საბოლოოდ აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესებს. იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით ფერების ზემოქმედება ძირითადად ხორციელდება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და ზონებზე.  ხაზგასასმელია, რომ თუ დავიცავთ ზომიერებას მკურნალობის დროს ეს მეთოდი განსხვავებით სხვებთან არ დატოვებს გვერდით მოვლენებს. ხოლო ფერთა გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს საწინააღმდეგო ეფექტებამდეც. ორგანიზმი ფერებს აღიქვამს, როგორც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გარკვეული მახასიათებლებით. უჯრედებში ის წარმოქმნის გარკვეულ რეზონანს.
ფ ე რ თ ა  თერაპია მიეკუთნება სტიმულაციის პროლანგირებულ მეთოდს. ხშირად ფერთა თერაპია გამოიყენება აგრეთვე ტანდემში მუსიკა თერაპიასთან ერთად. დღევანდელ დღეს არსებობს არა ერთი ტესტ ფილმები ადამიანის დეპრესიიდან გამოსაყვანად. ფერთა თერაპიის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე დამოუკიდებლადაც. ამისთვის სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა იცოდეს, თუ რომელ ფერს რა დანიშნულება გააჩნია და როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი ადამიანზე.
დაკავშირებული სურათი
1.წითელი - ასტიმულირებს თავის ტვინის ქერქქვეშა მიდამოს უჯრედებს. ზემოქმედება ხორციელდება წნევის და ტემპერატურის მომატების ფორმით. 
ფიზიოლოგიური მოქმედება - აქტიურდება მოძრაობა,სისხლის მიმოქცევა და სექსუალობა.გამოიყოფა ინტენსიურად ადრენალინი. ეხმარება დაბალ არტერიულ წნევის და ანემიის დროს. 
ფსიქოლოგიური მოქმედება - იძლევა დამაჯერებლობის შეგრძნებას, აყალიბებს 
ლიდერის მახასიათებლებს; ეხმარება დეპრესიის დროს; ამხნევებს და ამაგრებს ნებისყოფას. დიდი ხნით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.ვინაიდან იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ნერვიული სისტემის გადატვირთვა, თავის ტკივილები და დაღლილობა. ეს ფერი არარეკომენდირებულია აგრესიის გამოხატვის მქონე პიროვნებებისთვის. 
არ არის რეკომენდირებული -  მაღალი წნევის დროს...


ნარინჯის ფერი-ის სურათის შედეგი
2.ნარინჯისფერის - მოქმედება მსგავსია, როგორც წითელის, მსუბუქ ფორმებში. დამახასიათებელია მუშაობის და განწყობის გააქტიურება. რეკომენდირებულია გააფორმონ საბავშო ოთახები, ადგილები სადაც ბავშვები დაკავებული არიან შემეცნებითი საქმიანობით. 
ფიზიოლოგიური მოქმედება- აღაგზნებს მადას. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სასარგებლო ნივთიერებების გაწოვას ორგანიზმში. მიზანშეწონილია სამზარეულოს გაფორმება. 
ფსიქოლოგიური მოქმედება - მუხტავს ენერგიით. ხსნის არასასიამოვნო შეგრძნებების ნარჩენებს. ეხმარება აზროვნებას ცხოვრების მძიმე სიტუაციებისას. ბიძგს აძლევს მიიღოს გადაწყვეტილებები. კარგია მოწყენილობის და აპათიის დროს. განაწყობს ოპტიმიზმის ნოტაზე. არა რის რეკომენდირებული: - მაღალი ნერვიული აღგზნებისას.


დაკავშირებული სურათი
3.ყვითელი - საუკეთესოა დეპრესიის მოსახსნელად. ნარინჯისფერი უწყობს ხელს დეპრესიიდან გამოსვლას, ყვითელი აფრთხილებს მის განვითარებას. ასოცირდება ავანტიურისტული და სწრაფი გონების მქონე ადამიანებთან. იწვევს აზარტს ცოდნისკენ, ასტიმულირებს ყოველი ახლის შემეცნებას, უღვიძებს მოძრაობის და მოგზაურობის სურვილს. 
ფიზიოლოგიური მოქმედება - სასარგებლოა მეხსიერების და საკვების მომნელებელ სისტემისთვის. აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას. ეხმარება ნერვიული გამოფიტვის სიმპტომების დროს.
 ფსიქოლოგიური მოქმედება - ხსნის ნეგატივს. იძლევა თვით დარწმუნებას, ამაღლებს სიახლის შეგრძნებას. ასტიმულირებს შემოქმედებას. ყურადღების კონცენტრაციას. გადამეტებული, იწვევს ბავშვებზე აღგზნებადობას. მოუთმენლობას უფროსთა შენიშვნებზე. საწინააღმდეგო ჩვენება: უძილობისა და მუცლის ტკივილის დროს.


მწვანე ფერი-ის სურათის შედეგი
4.მწვანე - ეკუთვნის ფერთა ცივ გამას.აწყნარებს და თითქმის არ ამუხრუჭებს სასიცოცხლო პროცესებს. ნეიტრალური ფერია. მოქმედებს ტვინის ცენტრებზე, რომლებიც იწვევენ საკვების მიმართ მადის ინტენსიურ გაღვიძებას.
ფიზიოლოგიური მოქმედება - ნორმაში მოყავს ნერვული სისტემა. ეხმარება ქსოვილების და ძვლების რეგენერაციისას. გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. გამოიყენება თავის, გულის და ფილტვების ტკივილების დროს. 
ფსიქოლოგიური მოქმედება - ხელს უწყობს ადამიანებთან ჰარმონიზაციაში. აწონასწორებს. ხსნის ნეგატიურ ემოციებს, შებოჭილობას და აგრესიას. მაგრამ, აქტიურობისას და გადაწყვეტილებებისას არარეკომენდირებულია. სწრაფვა გაექცეთ მწვანეს, მეტყველებს ემოციურ დაუკმაყოფილებაზე. არ არის რეკომენდირებული ნაღვლის ბუშტის კენჭებით დაავადების დროს.


ლურჯი ფერი-ის სურათის შედეგი
5.ცისფერი  - მოქმედებს დამამშვიდებლად, მაგრამ არც ისე ძლიერად როგორც ლურჯი. მისაღებია დაწესებულებებში ინტერიერისთვის, რადგან ეხმარებათ აზრთა კონცენტრციაში, ყურადღების გამახვილებაში, ანელებს ემოციებს. 
ფიზიოლოგიური მოქმედება - მკურნავს უძილობას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო უნარი. ეხმარება მომატებული არტერიული  წნევის, თავის ტკივილის, ლარინგიტის და დამწრობის დროს. ბავშვებს კბილების ამოსვლისას უმშვიდებს ტკივილებს. 
ფსიქოლოგიური მოქმედება - ეხმარება ყურადღების გამახვილებას შიდა სამყაროზე უბიძგებს ახალი იდეების წარმოქმნაში. ეხმარება ბავშვებს შიშის დაძლევაში. ამცირებს მიდრეკილებას უხეშობის და სისატიკისკენ. გადამეტებამ  შესაძლებელია მიგვიყვანოს დაღლამდე, პასიურობამდე. არ არის რეკომენდირებული:  ცუდი მადის მქონე ადამიანებში.


ლურჯი ფერი-ის სურათის შედეგი
6.ლურჯი - ანტიპოდია წითელის. ყოველთვის ამუხრუჭებს ნებისმიერ აქტიურობას. აგდებს წნევასა და ტემპერატურას. აქვეითებს სამუშაო აქტიურობას. გააჩნია დამაძინებელი ეფექტი. ზემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობის შეგრძნებას. ფიზიოლოგიური მოქმედება - მიუღებელია სისხლდენის, უძილობის, ანგინის და რევმატიზმის დროს. ხსნის ტკივილებს. ფერის სიჭარბე მოქმედებს ნეგატიურად ენდოკრინულ სისტემაზე. ფსიქოლოგიური მოქმედება - აბათილებს განგაშს, ავითარებს ინტუიციას. ასუფთავებს აზროვნებას. ეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავებას.ხსნის კუნთების დაძაბვას,ისტერიკის შეტევებს. ეხმარება დაძაბულ, მოუსვენარ ბავშვებს. გადამეტება იწვევს განგაშს, დათრგუნვას. არ არის რეკომენდირებული: სეზონური დეპრესიის მქონე ადამიანებში და აპატიის დროს.


იისფერი-ის სურათის შედეგი
7.იისფერი - ყველაზე მამუხრუჭებელი ფერია. ზემოქმედება ადამიანზე - დიდი ხნის განმავლობაში იწვევს მუდმივ დაღლილობას. 
ფიზიოლოგიური მოქმედება - ეხმარება ანთებითი პროცესის დროს. აწყნარებს ნერვიულ სისტემას. აუმჯობესებს ძილს. 
ფსიქოლოგიური მოქმედება - ეხმარება ფსიქიკური დარღვევების დროს. აღვივებს სულიერი ზრდისკენ ლტოლვას. გადაჭარბებული დოზა იწვევს დეპრესიას, სინანულის გრძნობას. არ არის რეკომენდირებული: ღრმა შთაგონების უნარისას.


ყავის ფერი-ის სურათის შედეგი
8. ყავისფერი - დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება . თუკი კიდევ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ, რომ მასთან ერთად მონაწილეობდეს პალიტრის სხვა ფერიც.☺

შავი ფერი-ის სურათის შედეგი
9. შავი - დეპრესიული ფერია. რეკომენდირებული არ არის ამ ფერით ინტერიერის გაფორმება. თუ სხვა რაიმე ფერი არ მონაწილეობს. თუ ეს ფერი იმსახურებს თქვენს მოწონებას, შეეცადეთ ეს ფერი გაამდიდროთ პალიტრის სხვა თქვენთვის მისაღები ფერით.


ნაცრის ფერი-ის სურათის შედეგი
10. ნაცრისფერი - დეპრესიული ფერია ხშირ შემთხვევებში. ამ ფერით ინტერიერის გაფორმება დასაშვებია, მხოლოდ სხვა ფერებთან კომბინაციებში.


white color-ის სურათის შედეგი
11. თეთრი - ფსიქოლოგიურ დონეზე, მოთხოვნილებაა, ეს არის მოთხოვნილება თავდაცვაზე. დამალოს ემოციები. ადამიანებს შორს წარმოქმნას გამყოფი კედელი. შემთხვევითი არ არის, რომ საპატარძლოს კაბა 👰 თეთრია. ცხოვრების ამ მომენტში ყველაზე უფრო ის საჭიროებს ემოციების დამალვას.☺

შეეცადეთ ყოველთვის შეარჩიოთ ტანსაცმელი და საკვები იმ ფერების, რომელიც თქვენთვის ამ წუთში აუცილებელია. დაე, შერჩეული ფერი იმყოფებოდეს თქვენს ინტერიერში, (ფარდები, ბრები, ფერადი ჭურჭელი,და ა.შ.) ფერთა თერაპიის სეანსები შეგიძლიათ მოიწყოთ სახლის პირობებში. სანათის და ფერადი მინების საშუალებით. შეიძლება არჩეული ფერი მიინათოთ მთლიან სხეულზე ან მისი გარკვეულ მონაკვეთებზე. შეეცადეთ აითვისოდ ფერის ვიზუალიზაცია. ამისთვის საჭიროა მოეშვათ და წარმოიდგინოთ, რომ გარშემო შემოსილი ხართ თქვენს მიერ ამორჩეული ფერით. თქვენ უნდა იგრძნოთ და შთაიგონოთ, რომ თქვენ ნელ-ნელა ეფლობით მასში და ის ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებს თქვენ სხეულს.

👉ფაქტიურად ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად: ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. 

ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. 
იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას, -👈 აქედან გამომდინარე 👉 თავს უფლებას მივცემ, რომ რეკომანდაცია გაგიწიოთ, არ დაიზაროთ დილით ადგომა და მისი ეფექტური კაშკაშა სინათლით სხეულის გაჯერება☺❤


მოამზადა: ნინო მარგიანმა

Wednesday, December 7, 2016

მეტყველების შესაძლო პრობლემები ადრეულ ასაკში

როდის რას უნდა ველოდოთ?


➤ ბავშვის მეტყველების უნარის განვითარების ყველაზე კარგი შემფასებელი მშობელია. როგორც წესი 2 წლის ბავშვების უმრავლესობის ლექსიკონის მარაგი დაახლოებით 50 სიტყვით შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიტყვების მარაგითა და მათი სწორად წარმოთქმის უნარით.
ცხოვრების მეორე წელი საკმაოდ საოცარი პერიოდია ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის. ამ დროს ნახავთ თუ როგორ გადადის ბავშვი მარტივი სიტყვების წარმოთქმიდან კითხვების შედგენაზე, ასევე შესაძლებელია ბავშვმა მოახერხოს მის მიერ შეთხზული ამბების მოყოლაც. არ გაგიკვირდეთ თუ ხარვეზებს შეამჩნევთ ამპროცესში.
აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ასეთ დროს.
სიტყვების არასწორად წარმოთქმა: ბევრი ბავშვი ენას იჩლექს  ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის  დროს.. მაგალითად, ბევრი იყენებს ასო“, ასო“-ს ნაცვლად. მაგალითადტლაქტოლი“ – ტრაქტორის ნაცვლად.
ბავშვებს ასევე უჭირთ ხოლმე სიტყვის წარმოთქმა თუ ბევრი თანხმოვანი იყრის ერთად თავს და ხშირად გრძელ სიტყვებში მარცვლებს ერთმანეთში ურევენ. ყველა ეს შეცდომა მისაღებია  7 წლამდე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენად იცვლება თქვენი შვილის საუბარი უკეთესობისკენ დროსთან ერთად. 3 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად უკვე გასაგები უნდა იყოს ბავშვის საუბრის დიდი ნაწილი.
გარკვეული ტიპის შეცდომებს ამასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია პრობლემა  იყო ის, რომ ბავშვს არ ესმის ყველა ბგერა სიტყვაში
ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ყურის ანთების შედეგად გამოწვეული სმენის დროებითი მსუბუქი დაქვეითებაც, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს გამართული საუბრის უნარზე.
ენის მოჩლექა: ბავშვი შესაძლებელია ენის მოჩლექით საუბრობდეს. მაგალითად შეიძლება თქვას: ‘ჩემიდა 5 წლიშ ალიშ“, მაგრამ ასეთი რამ საშიში არარის და როგორც წესი 7 წლის ასაკამდე ასეთი ჩვევები ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

წინადადებების აწყობა: თუ ბავშვს უჭირს წინადადების აწყობა, იცოდეთ რომ ის გამონაკლისებს არ მიეკუთვნება. აბსოლუტურად ნორმალურია 2 წლის ბავშვისთვის საუბარში შეფერხებები. კარგის ნიშანია თუ ბავშვი ბრაზდება თუ მისი არ გესმით. ეს  იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად ხვდება, როცა სათქმელს ვერ გაგებინებთ მაშინ, როცა დიდი სურვილი აქვს თქვენთან კომუნიკაციის.

ენის ბორძიკით ლაპარაკი: თითქმის ყველა ბავშვი გადის ენის ბორძიკით საუბრის ეტაპს. ამას როგორც წესი ადგილი აქვს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდის პერიოდში, როცა ბავშვს თვითგამოხატვის უნარი საკმარისად არაქვს განვითარებული. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები აჭარბებს მისი სწრაფი მეტყველების უნარს. ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვების გამართულად წარმოთქმას რამდენიმე  მიზეზის გამო: შესაძლებელიარაღაცისგამოძალიანაღელვებულია, დაღლილიაან, გაბრაზებული, რაც ხელს უშლის მას სწორ საუბარში.  თუ ენის ბორძიკი საუბრის დროს დროთა განმავლობაში  უფრო გაუარესდა, მაგალითად თუ სახეს ჭიმავს საუბრის დროს ან სახეს მანჭავს სიტყვების  წარმოთქმის მცდელობისას, მაშინ ექიმს უნდა დაელაპარაკოთ.
აპრაქსია: ეს არის ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად გამოწვეული მეტყველების პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების სწორად  წარმოთქმაში. ამას არ იწვევეს კუნთების სისუსტე ან პარალიზი. მიზეზი ის არის, რომ ამ დროს ტვინი ვერ აწვდის ორგანოებს სათანადო ინსტრუქციას, რაც საჭიროა ბგერების სწორად წარმოთქმისათვის.
ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ აპრაქსია ხშირად ძნელ ბგერებს საერთოდ ტოვებენ საუბრისას, ან ანაცვლებენ მათ უფრო მარტივი ბგერებით. ამ ბავშვებს ბევრად უფრო მეტად ესმით საუბარი ვიდრე თვითონ აქვთ საუბრის უნარი.
მიმართეთ პროფესიონალს მაშინვე თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი იმაში, რომ შესაძლებელია თქვენს შვილს ჰქონდეს აპრაქსია. ბავშვებს როგორც წესი სჭირდებათ ინტენსიური თერაპია ადრეულ ასაკშივე (თუ სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ  საქმე), იმისათვის, რომ გადალახოთ დარღვევა მეტყველებაში იმდონემდე მაინც, რომ მათი საუბარის ხვებისთვი სგასაგები გახდეს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ?
ბავშვისთვის ბევრი წიგნების წაკითხვა მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა. წიგნები ეხმარებათ ბავშვებს დაამატონ სიტყვები მათ ლექსიკონს, გაიგონ გრამატიკული წესები და აზრები დააკავშირონ ნახატებთან.
ასეთივე შედეგი მოაქვს 2 წლის ბავშვთან ჩვეულებრივ საუბარს. სადილის დრო და ძილისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ კარგი დროა ასეთის აუბრებისთვის. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგებს ბავშვი მით უფრო მდიდარი იქნება მისი ლექსიკონი.

რადგანაც ბავშვები სწავლობენ ენას, რომელსაც თვითონ ისმენენ, ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად საყვარლად გეჩვენებათ ბავშვის მიერ არასწორად წარმოთქმული ბგერები, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ სწორი სიტყვები, როდესაც ბავშვთან საუბრობთ და  ეცადეთ ხაზი გაუსვათ იმსიტყვებს ან ბგერებს, რომელთა წარმოთქმაც მას უჭირს. არ არის საჭირო მკაცრი შესწორებების გაკეთებაუბრალოდ თქვენ გაიმეორეთ ის სიტყვები სწორად და მაშინათვე.
ასევე მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ალერგიებს ან სურდოს, რომელიც შესაძლებელია ხელს უშლის ბავშვს ნორმალურ სუნთქვის პროცესში, რაც აბრკოლებს მის საუბარსღია პირით სუნთქვა იწვევს ენის წინ გამოტანას, რაც აბრკოლებს გამართულ საუბარს.

თუ ცხვირი სურდოს დროს გაჭედილი აქვს, ხშირად გამოუწმინდეთ, რადგანაც გაჭედილი ცხვირიც ხდება ხოლმე ბგერების არასწორად წარმოთქმის მიზეზი
ეცადეთ მაქსიმალურად გადააჩვიოთ ბავშვი ხელების პირში ჩადებას, რამდენადაც ამ ჩვევამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ბგერების დამახინჯებას საუბრის დროს. იგივე მიზეზით მოერიდეთ მატყუარას და საწოვრიანი ბოთლებისა და ჭიქების გამოყენებას.


იმისთვის, რომ ბავშვმა წინადადებების წორად წარმოთქვას, ასწავლეთ მას თუ როგორ  უნდა ჟღერდეს სწორად წარმოთქმული წინადადებები. მაგალითად მას უნდა რომ სასწრაფოდ ჩააცვათ წინდები. მან შეიძლება თქვას: „ დედი! შენწინდა, ჩემიწინდა, გთხოვ…“ ყველაზე სასარგებლო ამდროს იქნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სწორად წარმოთქვათ იგივე წინადადება. „დედა“ (ის იმეორებსდედა“), გთხოვ დამეხმარე (ის იმეორებსგთხოვ  დამეხმარე“).
რადგანაც მას უკვე ჰქონდა წინადადების წარმოთქმის სურვილი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის თვითონვე მოინდომებს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადების გამეორებას. თუ არ გაიმეორებს, მაშინ წარმოთქვით თქვენ თვითონ  კიდევ ერთხელ. შესაძლებელია შემდეგ ჯერზეს ცადოს თქვენი მიბაძვა საუბარში.
ენის ბორძიკი: ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეაქცია ბავშვის ენის ბორძიკის დროს. ეცადეთ თქვენი ხმა იყოს რბილი და დაძაბულობას მოკლებული და რაც მთავარია ძალიან მშვიდი.  ნუ ეტყვით, რომ შეანელოს საუბარიუბრალოდ თქვენ თვითონ ილაპარაკეთ ნელა და ის მოგყვებათ და ეცდება მოგბაძოთ. უყურეთ თვალებში, გაუღიმეთ და იყავით მომთმენი.
თუ ზურგს შეაქცევთ და ფაცი-ფუცი შეგეტყობათ ქცევაში, ბავშვი იგრძნობს დაძაბულობას იმაზე, რომ მას მკაცრად მოეთხოვება სწორად წარმოთქვას სათქმელი, რაც კიდევ უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს. თუ თქვენ გაღიზიანდებით, ბავშვი ამაზე ყურადღებას გაამახვილებს, რაც გაზრდის მის დაძაბულობას საუბრის დროს.

აპრაქსია: ბავშვებს, რომელთაც აქვთ აპრაქსია, სჭირდებათ ინტენსიური მეტყველების თერაპია ლოგოპედთან. თერაპია შესაძლებელია კონცენტრირებული იყოს ბგერების, ბგერათა თანმიმდევრობისა და სამეტყველო აპარატის სხვადასხვა ტიპის მოძრაობის ხშირ გამეორებაზე, რათა ეს ყოველივე გახდეს უფრო ავტომატური.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი ვერბალური სავარჯიშოები, მაგალითად როგორიცაა მოკლე სიმღერები ან პატარა ლექსები  სადაც სიტყვები მეორდება, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ ასეთი  ტიპის წიგნებიც და დღის განმავლობაში ხშირად ათქმევინოთ თამაშის დროს ეს ლექსები ან ამღეროთ სიმღერები.
როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს?
თუ 2 წლის ასაკში თქვენ შვილს არ აქვს საუბრის ან სხვისი მიბაძვის მცდელობა, არ აქვს რეაქცია, როცა მას ეძახით, არ აინტერესებს საუბარიმიმართეთ ექიმს. თუ 2 წლის ბოლოს ის ჯერ კიდევ მხოლოდ  თითო  ოროლა სიტყვას ამბობს და მათ ხშირად არ იმეორებს ან არ პასუხობს ისეთ მარტივ შეკითხვებს, როგორიცაარა არის ეს?” ანსად არის შენი ქუდი?” – მაშინ შესაძლებელია ბავშვს მეტყველების პრობლემა ჰქონდეს.
თითეული ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად დაელაპარაკეთ პედიატრს.

მოამზადა: ნინო მარგიანმა